ვინ იქნება "ლივერპულის" ახალი თავკაცი?

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ინგლისური პრესა 34 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს, ანდრე ვილაშ-ბოაშს ასახელებს, რომელიც ადრე "პორტუსა" და "ჩელსიში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ "წითლების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური 16 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც კენი დალგლიში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კანდიდატთა სიაში კიდევ ორ ახალგაზრდა სპეციალისტს მოიხსენიებენ - იურგენ კლოპს, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" ედგა სათავეში და დიდიე დეშამს, რომელიც ახლა "მარსელში" მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული