მაიკლ ქერიკმა ნაკრებზე უარი თქვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 30 წლის ნახევარმცველმა მაიკლ ქერიკმა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ტურნირის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე ნახევარმცველმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მიმართა თხოვნით - ნაკრებში არ გამოიძახონ.

"ქერიკმა თქვა, რომ მის ასაკში ნაკრებში მოხვედრა და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩენა საუკეთესო ვარიანტი არაა.

თუ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნება, მაშინ ის მზად იქნება, გუნდს დაეხმაროს", - განაცხადა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მენეჯერმა ედრიან ბევინგტონმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული