"მანჩესტერ იუნაიტედი" ნანის 30 მილიონ ფუნტად აფასებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, გუნდის ნახევარმცველი ნანი ტრანსფერზე დააყენოს, თუ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდება.

სატრანსფერო თანხად 30 მილიონი ფუნტი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის კონტრაქტი კლუბთან 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

ამჟამად ნანის ხელფასი კვირაში 90 ათასი ფუნტია. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ნანის კონტრაქტი 2016 წლამდე გაუგრძელოს და კვირაში 130 ათასი ფუნტი გადაუხადოს, თუმცა თავად პორტუგალიელს მეტის მიღება სურს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული