რუნიმ ისიც გაიხსენა, რომ ბავშვობაში ფინელი ფეხბურთელის იარი ლიტმანენის თამაშის ყურება უყვარდა.
"როდესაც თამაშის წინა ღამით საწოლში ვწევარ, წარმოვიდგენ, როგორ გავიტან გოლებს ან შევასრულებ მოედანზე რომელიმე სხვა წარმატებულ მოქმედებას, ფინტებს. ამას შეიძლება ფიქრებით მოედანზე რაღაც კონკრეტულ მდგომარეობებში გადართვა ვუწოდოთ და გარკვევა თუ როგორ იმოქმედო უკეთესად ამ დროს. მთელი ცხოვრება ყოველთვის ასე ვაკეთებ.
ბავშვობაში წარმოვიდგენდი, რომ შორეული დისტანციიდან, მაკრატელა დარტყმებით ან ლამაზი დრიბლინგით გამქონდა გოლები. მართლაც მიმაჩნია, რომ
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, იარი ლიტმანენის მონაწილეობით ბევრ მატჩს ვუყურებდი. მომწონდა როგორ გადაადგილდებოდა იარი მოედანზე და ისიც რომ ის ძალიან მომთმენია. იარი თითქოს არასდროს ჩქარობდა, მაგრამ ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, სადაც ამას მდგომარეობა ითხოვდა", - განაცხადა რუნიმ.