რობინ ვან პერსი საკუთარ მომავალს ევრო 2012-ის შემდეგ გადაწყვეტს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

იუწყებიან, რომ 16 მაისს 28 წლის ფორვარდმა "მეთოფეების" ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ლონდონური კლუბის კაპიტანი სხვა წინადადებებსაც განიხილავს, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტს, სად გააგრძელოს კარიერა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული