"ლივერპულს" მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლა სურს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც პოსტს ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ დატოვებს, შესაძლოა "ლივერპულის" თავკაცი გახდეს.

"წითლების" ხელმძღვანელობა აპირებს, გვარდიოლას შეთავაზებით მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი წლით აპირებს ფეხბურთისგან დასვენებას.

კენი დალგლიშის გაშვების შემდეგ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატები არიან: ფაბიო კაპელო, "უიგანის" თავკაცი რობერტო მარტინესი, იურგენ კლოპი, ანდრე ვილაშ-ბოაში, დიდიე დეშამი და "სუონსის" თავკაცი ბრენდან როჯერსი.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული