ლონდონის "ჩელსის" დიდიე დროგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მზადაა გუნდის თავდამსხმელთან დიდიე დროგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ფეხბურთელის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დროგბას ხელშეკრულება "ჩელსისთან" 30 ივნისამდე მოქმედებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით ჩინური "შანჰაი შენჰუა" არის დაინტერესებული.

ადრე დროგბას აგენტმა ტიერნო სეიდიმ განაცხადა, რომ არ იცის დარჩება თუ არა მისი კლიენტი "ჩელსიში" მომდევნო სეზონში.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული