”მანჩესტერ სიტი” რობერტო მანჩინის წელიწადში 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მზადაა რობერტო მანჩინის წელიწადში 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ხელფასი შესთავაზოს.

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

"ქალაქელები" მზად არიან იტალიელს სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ, წელიწადში ხუთი მილიონი ფუნტი სტერლინგის ანაზღაურებით.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა პირველად ბოლო 44 წლის მანძილზე "სიტის" ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული