- შეაფასეთ "ლივერპულის" მიერ განვლილი სეზონის შედეგები.
- თუკი გლობალურად შევხედავთ, ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ორი სათასო ტურნირის ფინალში გავედით, მაგრამ ჩემპიონატში იმ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, რასაც ვგეგმავდით. თუმცა ამაშიც არის დადებითი მხარე, რადგან მიღებული გამოცდილება მომავალში გამოგვადგება.
მთავარია, რომ გუნდში უკვე ჩამოყალიბდა ოპტიმალური შემადგენლობა. ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოვხვდით, მაგრამ ამის წყალობით დასვენების მეტი საშუალება გვექნება და ჩემპიონატზე მეტად კონცენტრაციას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ,
- გუნდს და საკუთარ თავს როგორ შეაფასებდით?
- "ლივერპულს" 10-დან 10 ქულას დავუწერდი იმის გამო, რა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი მისგან, მი¬სი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან.
მადლობელი ვარ, რომ პრემ¬იერლიგაში თამაშის შანსი რომ მომეცა. მე რა შეფასებას ვიმსახურებ, მოდი, ამაზე სხვებმა იმსჯელონ.
- საფეხბურთო ოჯახიდან ხართ. მამა და ძმები ხშირად ხომ არ ცდილობენ რჩევის მოცემას?
- არა, რადგან იციან ვინ ვარ და რა ხასიათიც მაქვს. არ ღირს მოედანზე ჩემი გაბრაზება, ისედაც ბევრი არ მჭირდება თავზე კონტროლის დასაკარგად.
- სუარესი მოედანზე და მის მიღმა ორი განსხვავებული ადამიანია?
- დიახ და თანაც როგორ! თამაშის დროს ბევრს ვყვირი, ვაპროტესტებ, სახლში კიდევ წყნარი ადამიანი ვარ, რომლის გაბრაზება წარმოუდგენელია.
- ინგლისამდე ჰოლანდიაში თამაშობდით. სად გრძნობდით თავს უკეთესად?
- ვერ გეტყვით, რადგან ამსტერდამშიც ბედნიერი ვიყავი და აქაც ასე ვარ. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ განსხვავებული ქვეყნებია და ცხოვრების წესიც სხვადასხვაა.
- ვინ არის თქვენთვის დალგლიში?
- ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისი მადლობელიც ვიქნები სულ.
- შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მომავლისთვის მან დიდი ფუნდამენტი ჩაყარა?
- ეს არის მწვრთნელი, ვინც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. იმედია, მასთან კავშირს შევინარჩუნებ.
- თქვენი აზრით "სიტის" ჩემპიონობა სამართლიანი იყო?
- ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო. "ქალაქელებმა" დაამტკიცეს, რომ ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც არ ღირს ხელების ჩამოშვება.
- ამბობენ, რომ ესპანური პრიმერა თქვენ დიდი ინტერესით გაკვირდებათ? თავად რას ფიქრობთ მასზე?
- ინგლისის პრემიერლიგა და ლა ლიგა ერთნაირად მომხიბლავი ჩემპიონატებია. მართალია მათში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ორივე საინტერესოა. ვფიქრობ, პრემიერლიგაში უფრო თანაბარი ძალის გუნდები თამაშობენ.
- ყველაზე მეტად რომელმა ფეხბურთელმა და გუნდმა გაგაკვირვათ?
- იაია ტურემ თავი ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად წარმოაჩინა, "სუონსიმ", რომელსაც ყველაზე მომხიბლავი გუნდი შემიძლია ვუწოდო. ვგულისხმობ მისი ყოველი ფეხბურთელის დამოკიდებულებას თამაშის მიმართ, ბურთის მიმართ.
- ოქროს ბურთს ვის გადასცემდით?
- ლეო მესის 50 გოლი ისტორიული შედეგია, მაგრამ მე კრიშტიანო რონალდოს დავასახელებდი. "რეალის" გაჩემპიონებაში მისი ღვაწლი განუზომელია.
- ინგლისური ფეხბურთი რითი განსხვავდება ჰოლანდიურისგან?
- განსხვავება დიდია. კუნძულზე ყველაფერი უფრო ათლეტურ მანერაში კეთდება. "აიაქსმა" და ჰოლანდიურმა ფეხბურთმა კი ის მასწავლა, რომ დეტალებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო, რაც ხანდახან შეიძლება ის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს.
- რა უფრო გხიბლავთ, "შრომითი" ფეხბურთი "ბარსასგან" თუ "რეალის" ელვისებური შეტევები?
- ორივე ესპანურ გრანდს თამაშის თავისი მანერა აქვს. მათში ამას მწვრთნელები ნერგავენ. "ბარსაც" და "რეალიც" ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. მე მათ სიამოვნებით ვუყურებ ტელევიზორში.
- რომლის შემადგენლობაში ითამაშებდით?
- არ გეტყვით. მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მიყვარს სადაც არ უნდა ვირიცხებოდე.
- ხმებს თუ დავუჯერებთ, ხან ერთ კლუბში გადადიხართ, ხან - მეორეში. გქონიათ მათთან მოლაპარაკება?
- გულზე ხელს დაიდებ და გეტყვით, რომ არასოდეს არც ერთი ამ კლუბისგან წინადადება არ მიმიღია.
- "ბარსელონასთან" ლუის სუარესს იმიტომაც ხო მარ გაუჭირდება ურთიერთობის დაჭერა, რომ თქვენი აგენტი პეპ გვარდიოლას ძმაა?
- არ მგონია, ვინმემ ამას ყურადღება მიაქციოს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ფეხბურთელის დონე, რადგან მოედანზე გასვლა აგენტს კი არა ფეხბურთელს უწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"