ჯონ ტერის დასცინიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჯონ ტერი და მისი ემოციები გულშემატკივართა მხრიდან დაცინვის საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" გაძევების წყალობით 31 წლის კაპიტანი დისკვალიფიცირებული გახლდათ და ფრენკ ლემპარდის ნაცვლად (ლონდონელთა კაპიტანი ფინალში) თასი სწორედ მან აღმართა. ფანები მეორე დღესვე შეუდგნენ ფოტოკოლაჟების დამზადებას, სადაც ფეხბურთელი, მაგალითად, მთვარეზე ნილ არმსტრონგის გვერდით ჩანს, ბუკინგემის სასახლის აივანზე ქორწილისას პრინც უილიამსა და პრინცესა კეიტ მიდლტონს უმშვენებს გვერდს, ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაში" მაგიდას იესო ქრისტეს მაგივრად უზის, ჩაქუჩით ხელში ბერლინის კედელს ანგრევს, 1966
წლის მსოფლიოს თასს ბობი მურის ნაცვლად აღმართავს, ნელსონ მანდელასთან ერთად სამხრეთაფრიკულ აპარტეიდულ რეჟიმს ებრძვის, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ივო ძიმაზე დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობს, ჩინურ ჯავშანტექნიკას მიუძღვება პეკინის ტიანმენის მოედანზე, ცოცხლად ატყვევებს ოსამა ბინ ლადენს და ასე შემდეგ. კოლაჟების ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს.

აღსანიშნავია, რომ "ტერის დაცინვის კამპანიას" სოციალურ ქსელებში პოპულარული ადამიანებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ავტორიტეტული ჟურნალისტი პირს მორგანი, ინგლისის კრიკეტის ნაკრების კაპიტანი მაიკლ ვოგანი და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული