ფორვარდის აგენტმა უკვე გამოთქვა "ჩელსისთან" მოლაპარაკების წარმოების სურვილი, რომელიც მოთამაშის შეძენით დაინტერესებულია.
თუმცა ლონდონელებს კონკრეტული წინადადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ჰალკს "არისტოკრატთა" შეტევაში შესაძლოა პორტუგალიურ გრანდში მისი ყოფილი პარტნიორი რადამელ ფალკაო შეუწყვილდეს, რომელიც ამჟამად "ატლეტიკოში" გამოდის.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" შეტევის ლიდერმა დიდიე დროგბამ კლუბი უკვე დატოვა.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით