ლონდონის "არსენალი" ათი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" იმ ფეხბურთელების გაყიდვით, რომელთაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს, ახალბედებისთვის ადგილის გათავისუფლებას აპირებს.

"მეთოფეები" ერთბაშად ათი ფეხბურთელის: ანდრეი არშავინის, ნიკლას ბენდტნერის, კარლოს ველას, ლუკაშ ფაბიანსკის, შებასტიან სკილაჩის, იოჰან ჯურუს, დენილსონის, მარუან შამახის და პაკ ჩუ იუნის გასხვისებას გეგმავს.

21 მაისს კლუბმა გოლკიპერ მანუელ ალმუნიას გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა.

თუმცა "არსენალს" შემადგენლობის გადახალისებასთან დაკავშირებით პრობლემა შესაძლოა ჩამოთვლილი ფეხბურთელების მაღალმა ხელფასებმა შეუშალოს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული