"მეთოფეები" ერთბაშად ათი ფეხბურთელის: ანდრეი არშავინის, ნიკლას ბენდტნერის, კარლოს ველას, ლუკაშ ფაბიანსკის, შებასტიან სკილაჩის, იოჰან ჯურუს, დენილსონის, მარუან შამახის და პაკ ჩუ იუნის გასხვისებას გეგმავს.
21 მაისს კლუბმა გოლკიპერ მანუელ ალმუნიას გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა.
თუმცა "არსენალს" შემადგენლობის გადახალისებასთან დაკავშირებით პრობლემა შესაძლოა ჩამოთვლილი ფეხბურთელების მაღალმა ხელფასებმა შეუშალოს.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით