"მანჩესტერ იუნაიტედი" შინჯი კაგავაში 17 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დორტმუნდის "ბორუსიას" იაპონელი ფლეიმეიქერის, შინჯი კაგავას შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა.

ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის 17 მილიონ ევროდ შესაძენად ოფიციალური წინადადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ ლონდონის "არსენალის" მხრიდან იაპონელისადმი არსებული მზარდი ინტერესის გამო მოლაპარაკებები იჩქარა.

კაგავას "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2013 წლის ივნისში ეწურება. თავად ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონის დატოვების სურვილი გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული