ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას "არისტოკრატების" შემადგენლობაში დაასრულებს.
გაიზრდება ასევე თავად ფეხბურთელის ხელფასიც. ლემპარდი ზუსტად იმდენს მიიღებს, რამდენიც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს ფერნანდო ტორესს აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნახევარმცველის ხელფასი კვირაში 150 ათასი ფუნტია.
გარდა ამისა, კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ ფლორან მალუდა და მაიკლ ესიენი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით