რობერტო დი მატეო ხელის ბიჭი არ არის!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ იწერებოდა, რომ "ჩელსი" მზად იყო, რობერტო დი მატეოსთვის ერთწლიანი ხელშეკრულება შეეთავაზებინა.

რომან აბრამოვიჩის გათვლა დღესავით ნათელია - 2013 წელს "სტემფორდ ბრიჯზე" მას ხოსეპ გვარდიოლას მოყვანა სურს. თუმცა რობი უკმაყოფილოა მისადმი ასეთი დამოკიდებულებით და მზადაა, "სტემფორდ ბრიჯიდან" აიბარგოს. მას არ აკმაყოფილებს ე.წ. "კრიზისული მენეჯერის" რეპუტაცია.

დი მატეო და მისი აგენტი უკიდურეს შემთხვევაში კლუბთან 1+1 სისტემით ხელშეკრულებას თუ დათანხმდებიან.

ვნახოთ, წავა თუ არა დათმობაზე რომან აბრამოვიჩი. ამ თემაზე "ჩელსის" გენერალურმა დირექტორმა რონი გურლეიმ გააკეთა კომენტარი:

"გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელის
დანიშვნის შესახებ რამდენიმე კვირაში მივიღებთ. იდეალური იქნება, თუკი საკითხს წერტილს 4-5 ივნისამდე დავუსვამთ. რობერტო დი მატეოზე იმას ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ მას გუნდში დარჩენის შანსი გაუზარდა".

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "პენსიონერები" მზად არიან, ვეტერან ფეხბურთელებს ახალი კონტრაქტები შესთავაზონ. მაგალითად ფრენკ ლემპარდს, მიკაელ ესიენსა და ფლორან მალუდას.

ყველაზე დიდი ყურადღება რასაკვირველია ვიცე-კაპიტნისკენ არის მიპყრობილი. კლუბი 33 წლის შუახაზელს ხელშეკრულებასაც უხანგრძლივებს და ხელფასსაც უზრდის კვირაში 150 ათასიდან 175-მდე. ასე რომ, ამიერიდან ლემპარდი და ფერნანდო ტორესი თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ.

"ჩელსიდან" დიდიე დროგბას გარდა ჯერ არავისი წასვლა არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ "გარდიანს" თუ ვენდობით, კლუბს დენიელ სტარიჯი, ჟოზე ბოსინგვა და სალომონ კალუ დატოვებენ.

ასევე იხილეთ
დიდიე დროგბა: "ჩელსი" - საუკეთესო, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული