როი ჰოჯსონი: ინგლისის ნაკრებში მუშაობა წარმატებულად დავიწყე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თავის სადებიუტო მატჩში ნორვეგიასთან (1:0) გამარჯვებაზე ისაუბრა.

"ეს ინგლისის ნაკრებში ჩემი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ნორვეგიელები შინ იშვიათად მარცხდებიან. ჩვენს დიდი ხანია მათთან სტუმრად არ მოგვიგია.

დროდადრო შეტევაში უფრო მეტი სიმძაფრით უნდა გვეთამაშა. შესაძლოა, თავდამსხმელებისთვის ბურთის ურო სწრაფად გადაცემა იყო საჭირო.

ამისთვის კიდევ ბევრი ოფლის ღვრა დაგვჭირდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დასაწყისისთვის ძირითადი სამუშაო შესრულებული გვაქვს.

საერთო ჯამში, ნაკრებში მოღვაწეობა წარმატებულად დავიწყე", - განაცხადა ჰოჯსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული