ეშლი იანგი: მე და ენდი კეროლმა კარგად ვითამაშეთ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ეშლი იანგმა ნორვეგიასთან (1:0)ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ენდი კეროლთან მისი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. ინგლისელებმა იანგის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვეს.

"კარგად ვითამაშე. გოლის გატანა და გუნდისთვის გამარჯვების მოტანა მოახერხე, მაგრამ ევრო 2012-ისთვის სასტარტო შემადგენლობას მწვრთნელი აირჩევს. დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ამგვარად უნდა გავაგრძელოთ.

ვფიქრობ, მე და კეროლი ერთად კარგად ვმოქმედებდით. ვარჯიშებზე ერთად ვმუშაობდით და დღეს ეს გატანილ გოლში აისახა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

დღეს ჩვენმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მთავარი მიზანი ფინალური ტურნირისთვის მზადებაა. ჩემი აზრით, სწორ
გზას ვადგავართ", - განაცხადა იანგმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული