"გარდიანის" ცნობით, მარკეტინგული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოში 659 მილიონი ადამიანი "წითელ ეშმაკებს" ქომაგობს.
გამომდინარე აქედან, 2007 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგთა რიცხვმა 100-პროცენტიანი ზრდა განიცადა.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში "წითლების" გულშემატკივართა მხოლოდ 1%-ია. "მანჩესტერ იუნაიტედის" 173 მილიონი გულშემატკივარი ახლო აღმოსავლეთში ჰყავს, ხოლო 325 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩინეთში კი "წითელ ეშმაკებს" 108 მილიონი ადამიანი ქომაგობს.