კენი დალგლიშის შემცვლელმა მერსისაიდელებთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როჯერსი მოელაპარაკა "სუონსი სიტის" კომპენსაციაზე და უელსელებმა ის გუნდიდან გაუშვეს.
როჯერსის კანდიდატურა მას მერე გახდა აქტუალური, რაც "უიგანის" ესპანელმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "ლივერპულს" უარი შეუთვალა.
ამბობენ, "წითლების" ხელმძღვანელებმა "სუონსის" როჯერსის გაშვებისთვის 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადესო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"