1. აზარის კარიერაში რთული მომენტებიც იყო
შეიძლება ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ აზარი ყოველთვის არ იყო ასეთი დარწმუნებული საკუთარ ძალებში.
2010 წლის სექტემბერში "ლილის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფეხბურთელი ძირითადი გუნდის ვარჯიშებს ჩამოაშორა, რადგან მიიჩნია, რომ ის მეტისმეტად ცუდ ფორმაში იყო.
ჩემპიონატის მეორე ნახევარში ის ხმაურიანად დაბრუნდა და აღიარა: "სეზონის პირველი ორი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს თავში ეჭვი მეპარებოდა,
2. ოჯახი-გუნდი
ედენ აზარის ოჯახში იმდენი ტალანტია, რომ მას შეუძლია 5-კაციანი საფეხბურთო გუნდიც კი შეკრიბოს და სათადარიგოთა სკამზეც კი დატოვოს ერთი ადამიანი.
მისი მშობლები ნახევრად პროფესიულ დონეზე თამაშობდნენ. ედენის 19 წლის ძმა ტორგანი "ლანსში" თამაშობს, ეტანი (14 წლის) და კილიანი (6) კი ედენის ყოფილი კლუბის, "ტიუბიზეს" შემადგენლობაში ვარჯიშობენ.
3. პირველი ყველგან
აზარი პირველი ფეხბურთელია, ვინც თავისი ტრანსფერის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში ყველას დაასწრო.
მის ანგარიშზეა რამდენიმე საინტერესო რეკორდი. ედენი გახდა პირველი არაფრანგი მოთამაშე, ვინც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო.
ის გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო. ბელგიელი გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც "ლილის" შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაუტანია. 2008 წელს, როცა მან "ოსერის" კარში ულამაზესი ბურთი გაიტანა, ის სულ 17 წლის იყო.
4. სიყვარული ჰამბურგერებისადმი
აზარს ბელგიის ნაკრებში ყოველთვის არ გამოსდიოდა საქმე. ზოგიერთი მწვრთნელი მას სიზარმაცეში სდებდა ბრალს.
2010 წელს ის თურქეთთან მატჩის მე-60 წუთზე შეცვალეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჟურნალისტებმა ის სტადიონის გარეთ მაშინ დააფიქსირეს, როცა ჰამბურგერს გემრიელად მიირთმევდა... თამაში კი ამ დროს ჯერ დამთავრებული არ იყო.
5. აზარი სიმულიანტი არ არის
ხანდახან მოედანზე მისი შრომისმოყვარეობა ეჭვის ქვეშ დგებოდა, მაგრამ მის მიმართ არასოდეს წაუყენებიათ სიმულიანტობის ბრალდება.
"ლილის" ახალგაზრდულ გუნდში მისი ყოფილი მწვრთნელი ჟან-მიშელ ვანდამი აცხადებს, რომ: "ის ნამდვილი მებრძოლია, არასოდეს "ყვინთაობს" და არასოდეს ჩივის, როცა მის წინააღმდეგ უხეშად იქცევიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"