ჰარი რედნაპის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს ახალ 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მხარეები დღეს ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ. მწვრთნელს "დეზებთან" ხელშეკრულება 2013 წლის ივნისში ეწურება.

"რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც შესათანხმებელია, მაგრამ მთავარია, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაგრძელება გვინდა. მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდება და ახალი სეზონისთვის მზადებასაც მშვიდად შევუდგებით," - განაცხადა "ტოტენჰემის" წარმომადგენელმა.

რედნაპსა და პრეზიდენტ დენიელ ლევის შორის მცირე დაძაბულობა იმან გამოიწვია, რომ ჰარის ინგლისის ნაკრების ჩაბარება სურდა, მაგრამ მას მერე, რაც საფეხბურთო ასოციაციამ თანამდებობაზე როი ჰოჯსონი დანიშნა,
გაუგებრობას წერტილი დაესვა.

თუმცა ერთიცაა, ზამთარში ლევი რედნაპს 4-წლიან ხელშეკრულებასა და წლიურ 4 მილიონ ფუნტს სთავაზობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემდეგ შეთავაზება სერიოზულად შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული