"ნორვიჩიდან" "ასტონ ვილაში"

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" "ნორვიჩს" ოფიციალურად მიმართა პოლ ლამბერტთან მოლაპარაკებების უფლების მისაღებად.

კლუბმა ისე, რომ მწვრთნელი საქმის კურსში არც ჩაუყენებია, ბირმინგემელები უარით გაისტუმრა. ამან 42 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი იმდენად გააღიზიანა, რომ ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან უკვე აცნობა ხელმძღვანელობას, რომ თანამდებობიდან წავიდა.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არც არავინ ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობენ, რომ "ვილაში" ლამბერტის მიწვევის იდეა პრეზიდენტ რენდი ლერნერს აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ფოკნერმა მიაწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული