ასეთია იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც "არსენალის" ოფიციალურ საიტზე გაიმართა და 1 ივნისს დასრულდა.
საინტერესოა, რომ ვან პერსიმ კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა - ჰოლანდიელს ხმა გამოკითხვის მონაწილეთა 77.7% მისცა.
2011/12 წლისს ეზონში ვან პერსიმ 37 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, როგორც ფეხბურთელების, ასევე ჟურანლისტების ვერსიით.