რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალის" 2011/12 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი 2011/12 წლების სეზონში ლონდონის "არსენალის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ასეთია იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც "არსენალის" ოფიციალურ საიტზე გაიმართა და 1 ივნისს დასრულდა.

საინტერესოა, რომ ვან პერსიმ კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა - ჰოლანდიელს ხმა გამოკითხვის მონაწილეთა 77.7% მისცა.

2011/12 წლისს ეზონში ვან პერსიმ 37 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, როგორც ფეხბურთელების, ასევე ჟურანლისტების ვერსიით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული