ლონდონის "ჩელსის" ედენ აზარის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა

AutoSharing Option
ახლო მომავალში ედენ აზარის ტრანსფერი დასრულდება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ "ლილის" ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. ლონდონელებს აზარი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად 3 ივნისს გაცხადდება.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩის კლუბს ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა მოუწია აზარის შესაძენად.

ედენს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, მას კვირაში 200 ათას ფუნტს გადაუხდიან. მსგავსი ხელფასით "ჩელსიში" მხოლოდ ფერნანდო ტორესი თუ დაიკვეხნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული