ბირმინგემელებმა "ნორვიჩთან" კომპენსაციის საკითხი იოლად შეათანხმეს. შეგახსენებთ, რომ "იადონებმა" "ვილას" შოტლანდიელთან მოლაპარაკებაზე მასთან შეუთანხმებლად უთხრეს უარი, რამაც ლამბერტი ისე გააღიზიანა, რომ მაშინვე გადადგა თანამდებობიდან. საქმეში უმალ ჩაერთო ენდი ლერნერი, ვინც 1 მილიონი ფუნტი გადაიხადა მწვრთნელის კონტრაქტის გამოსასყიდად.
"სქაი სპორტსის" ცნობით, "ასტონ ვილა" ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის გასაძლიერებლად 25 მილიონს გამოუყოფს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"