"ასტონ ვილამ" პოლ ლამბერტი დანიშნა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ მთავარ მწვრთნელად 42 წლის პოლ ლამბერტი დაინიშნა.

ბირმინგემელებმა "ნორვიჩთან" კომპენსაციის საკითხი იოლად შეათანხმეს. შეგახსენებთ, რომ "იადონებმა" "ვილას" შოტლანდიელთან მოლაპარაკებაზე მასთან შეუთანხმებლად უთხრეს უარი, რამაც ლამბერტი ისე გააღიზიანა, რომ მაშინვე გადადგა თანამდებობიდან. საქმეში უმალ ჩაერთო ენდი ლერნერი, ვინც 1 მილიონი ფუნტი გადაიხადა მწვრთნელის კონტრაქტის გამოსასყიდად.

"სქაი სპორტსის" ცნობით, "ასტონ ვილა" ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის გასაძლიერებლად 25 მილიონს გამოუყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული