ლონდონის "არსენალს" "ანდერლეხტის" კაპიტნის, ლუკას ბილიას შეძენა სურს

AutoSharing Option
BBC-ის ცნობით, "არსენალი" ესპანელ მიკელ არტეტას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.

ჩრდილოლონდონელთა მხრიდან ეს ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან 30 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში უმთავრდება. მისი ანაზღაურება კვირაში 60 ათასი ფუნტია.

"მეთოფეთა" ტექნიკური დირექტორი ივან გაზიდისი ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს.

თავად არტეტა ამჟამად შვებულებაშია. გარდა არტეტასი, გაზიდისი რობინ ვან პერსისა და ტეო უოლკოტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა მათთანაც განიხილოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ვან პერსისა და უოლკოტს "არსენალთან" კონტრაქტებში თითო წელი აქვთ დარჩენილი.

შემადგენლობის შენარჩუნების გარდა, "არსენალი" გუნდის
გაძლიერებაზეც ზრუნავს. ლონდონელებს "ანდერლეხტის" არგენტინელი კაპიტნის, ლუკას ბილიას შეძენაც სურთ.

26 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ბელგიელებთან ხელშეკრულება 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მან უკვე განაცხადა, რომ უფრო ძლიერ ევროპულ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.

"ალბისელესტეს" წევრს მადრიდის "რეალიც" იწვევს, თუმცა ფეხბურთელს გული უფრო პრემიერლიგისკენ მიუწევს.

"სანთან" ინტერვიუში ბილიამ დაადასტურა, რომ "ანდერლეხტი" სოლიდური კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში მას იოლად შეელევა. პოპულარული ინგლისური ტაბლოიდის ვარაუდით, ეს ტრანსფერი 10 მილიონ ფუნტამდე დაჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული