ლონდონის ”ჩელსიმ” მიწის ნაკვეთის ასათვისებლად გამართული ტენდერი წააგო

AutoSharing Option
"ლონდონის" ჩელსის ხელმძღვანელობამ ლონდონის გაუქმებული ელექტროსადგურის, ბატტერსის ტერიტორიის ასათვისებლად გამართული ტენდერი წააგო.

15 ჰექტარი ფართობის ნაკვეთზე "ლურჯების" ბოსები გუნდისთვის ახალი სტადიონის აშენებას გეგმავდნენ.

"ჩელსი" ტერიტორიის დასაკუთრების 15 მსურველიდან ერთ-ერთი იყო.

ტენდერში მალაიზიურმა დეველოპერულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ტემზას სამხრეთ ნაპირზე მდებარე მიწის ნაკვეთი 400 მილიონ ფუნტად შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული