მიზეზი გახდა ის, რომ ლონდონელებმა საფეხბურთო ასოციაციას მწვრთნელთან ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი მოსთხოვეს, რაზეც ინგლისური ფეხბურთის მმართველებმა უარი თქვეს და ნაკრებში "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცი როი ჰოჯსონი დანიშნეს.
იმის გათვალისწინებით, რომ რედნაპს "დეზებთან" ხელშეკრულებაში 1 წელი აქვს დარჩენილი, ცხადია, რომ კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა არაადეკვატური იყო.
სიტიმ ჯონსონს უარი უთხრა
"მანჩესტერ სიტიმ" 24 წლის ნახევარმცველ ადამ ჯონსონს უარი უთხრა პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ერთწლიან იჯარაზე.
სამაგიეროდ, ჩემპიონებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უეინ ბრიჯთან, როკე სანტა კრუსსა და ემანუელ ადებაიორთან აპირებენ გამოთხოვებას, რათა როგორმე შეამცირონ სახელფასო ხარჯები.
"სიტი" სამივეს კვირაში 90-90 ათას ფუნტს უხდის. მათი გადაბირება "ეტიჰადზე" საერთო ჯამში 50 მილიონი დაჯდა, ახლა კი "სიტის" მათში 20 მილიონის მიღების იმედიც აღარ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"