ლონდონელებმა თვალი ამჟამად მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველს მაიკონს დაადგეს.
თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კი თავის კლუბს უკვე მიანიშნა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს.
ადრე მაიკონის შეძენის სურვილი პსჟ-მა და მადრიდის "რეალმა" გამოთქვეს.
ინგლისელებმა კი უკვე გაუკეთეს შეთავაზება "ინტერს", რომლის მიხედვით ისინი მზად არიან ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ მაიკონი "ინტერში" 2006 წელს გადავიდა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით