ლონდონის "ჩელსი" მაიკონს უმიზნებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" დაცვის გაძლიერებას აპირებს.

ლონდონელებმა თვალი ამჟამად მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველს მაიკონს დაადგეს.

თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კი თავის კლუბს უკვე მიანიშნა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს.

ადრე მაიკონის შეძენის სურვილი პსჟ-მა და მადრიდის "რეალმა" გამოთქვეს.

ინგლისელებმა კი უკვე გაუკეთეს შეთავაზება "ინტერს", რომლის მიხედვით ისინი მზად არიან ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ მაიკონი "ინტერში" 2006 წელს გადავიდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული