ოლივიე ჟირუ თითქმის "მეთოფეა"

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ ოლივიე ჟირუს ტრანსფერი მისმა კლუბმა დიდწილად უკვე სრულყო.

"მონპელიეს" მიერ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში ფეხბურთელმა ლომის წილი დაიდო. მის ანგარიშზე ლიგა 1-ის 36 შეხვედრაში 21 გოლი და 9 საგოლე გადაცემა იყო.

ამჟამად ფეხბურთელი დონეცკში საფრანგეთის ნაკრების დროებით ბაზაზეა და ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

"მართალია, ოლივიეს საფრანგეთის ნაკრებში დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ის თითქმის უკვე "არსენალშია". ვფიქრობ, ის განსაკუთრებული პოტენციალის ფეხბურთელია და ჩვენს გუნდში ადაპტაციას იოლად გაივლის.

ჟირუ კლასიკური გუნდური
მოთამაშეა და მშვენივრად ესმის, როგორ უნდა გახდეს მაქსიმალურად სასარგებლო თანაგუნდელებისთვის"
, - განაცხადა ვენგერმა.

ბუნებრივია, ოლივიე ჟირუს გაუჭირდება რობინ ვან პერსის შეცვლა, თუკი ჰოლანდიელმა მაინც გადაწყვიტა "ემირიტსთან" განშორება.

მოგეხსენებათ, ფრანგის გარდა, ვენგერმა უკვე გადაიბირა გერმანელი ლუკას პოდოლსკი, ვისაც ერთნაირად ეფექტურად შეუძლია თამაში როგორც თავდამსხმელად, ისე შემტევ ნახევარმცველად.

აი, რას ამბობს ჩრდილოლონდონელთა ახალწვეული:

"ვენგერი წარმატებას ყველგან აღწევდა და რა თქმა უნდა მწვრთნელის ფაქტორმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. მან რამდენიმე ენა იცის, მათ შორის გერმანული, რაც მე ძალიან შემიწყობს ხელს.

ვენგერს რამდენჯერმე ტელეფონზე ჯერ კიდევ ტრანსფერამდე ველაპარაკე. ინგლისში თამაში არ გამიჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბუნდესლიგის დონემ საგრძნობლად მოიმატა და წამყვან ლიგებს უკვე ბევრით აღარ ჩამორჩება.

ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ პრემიერლიგაა ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი. იქ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის გუნდი გამოდის და ბევრი საინტერესო მატჩი იმართება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული