"მანჩესტერ სიტი" საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" უახლოეს ხანებში სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას აპირებს. "ქალაქელებს" ცენტრფორვარდის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.

რაკი "არსენალთან" რობინ ვან პერსიზე შეთანხმება ვერ ხერხდება, მათ ყურადღება სხვებისკენ მიმართეს. ლაპარაკია მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ რადამელ ფალკაოსა და "ნაპოლის" ლიდერ ედინსონ კავანიზე. კლუბები მათ დაახლოებით 40 მილიონ ფუნტად (50 მლნ ევრო) აფასებენ.

"სიტი" მათგან მხოლოდ ერთი გადაბირებას გეგმავს. ეტიჰადელების რიგებში წინა ხაზში არანორმალური კონკურენციაა, თუმცა გუნდს დიდი ალბათობით დატოვებენ ემანუელ ადებაიორი, როკე სანტა კრუსი და ედინ ჯეკო. პირველი ორის შესახებ ვერაფერს გეტყვით, უკანასკნელი კი ალბათ "ბაიერნში"
ამოყოფს თავს. ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ "სიტის" ფალკაოს უფრო შესწვდება, ვიდე კავანის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული