წყარო ამტკიცებს, რომ "ქალაქელები" მოლაპარაკებას იოლად დათანხმდებიან, მაგრამ სატრანსფერო თანხის გაზრდას აუცილებლად შეეცდებიან.
მადრიდელები მზად არიან, 28 წლის სკანდალისტს ზუსტად ის ხელფასი გადაუხადონ, რასაც ის ინგლისში იღებს - კვირაში 200 ათასი ფუნტი (250 ათასი ევრო).
"დეილი მეილი" კი ირწმუნება, რომ ტევესში აღებულ ფულს კლუბი რობინ ვან პერსის ტრანსფერის დასაფინანსებლად მიმართავს. პირველ ეტაპზე "არსენალს" 15 მილიონის
"რეალი" "ქალაქელების" მეორე ვარსკვლავითაც არის დაინტერესებული - ლაპარაკია დავიდ სილვაზე. იმისთვის, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა სამშობლოში დაბრუნებაზე ნაკლებად იფიქროს, კლუბი მზადაა, მას ხელფასი კიდევ უფრო გაუზარდოს.
ამჟამად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 11 მილიონი ევროა. "დეილი სტარის" მტკიცებით, "სიტი" ამ თანხას 12,9 მილიონამდე გაზრდის და სილვას ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"