პრინციპში ამას მოსამზადებელი შეკრება არც ჰქვია, რადგან "იუნაიტედი" სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში მიემგზავრება.
ცხადია, რომ ამხელა გზაზე მოგზაურობა უფრო კლუბის მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარეობს, ვიდრე სამხრეთაფრიკულ თუ ჩინურ კლუბებთან გაჯიბრების ცხოველი სურვილიდან. "ეშმაკები" ამ ქვეყნებში სულ 3 თამაშს ჩაატარებენ (თითოს დურბანში, კეიპტაუნსა და შანხაიში).
რუნის გარდა სერ ალექს ფერგიუსონის განკარგულებაში არ იქნებიან ევრო 2012-ის მონაწილე სხვა ფეხბურთელებიც: დენი უელბეკი, ეშლი იანგი, ფილ ჯონსი, პატრის ევრა
მოგზაურობის ნაცვლად "იუნაიტედის" ლიდერები კერინგტონის ბაზაზე ფიზიკური მომზადების სპეციალისტების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ.
მათი შვებულება სულ 3 კვირა გაგრძელდება.
შეკრებას დააკლდება ვეტერანი რაიან გიგზიც, მაგრამ სულ სხვა მიზეზით, ის ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე ითამაშებს და ტურნირის შემდეგ რამდენიმე დღით დაისვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"