ლონდონის "ჩელსის" თეო უოლკოტი აინტერესებს

AutoSharing Option
"დეილი მირორის" ცნობით, "ჩელსიმ" ოფიციალურად შესთავაზა "არსენალს" ტეო უოლკოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება.

ინგლისის ნაკრების გარემარბს "მეთოფეებთან" ხელშეკრულებაში 1 წელიწადი დარჩა. მისი ხელფასი კვირაში 65 ათასი ფუნტია. "ლურჯები" მზად არიან, 23 წლის ფეხბურთელს ხელფასი თითქმის გაუორმაგონ, თანაქალაქელებს კი 15 მილიონი ფუნტი მიუთვალონ საკომპენსაციოდ.

უოლკოტს თანამშრომლობის გახანგრძლივებას სთავაზობს "არსენალიც", მაგრამ მოლაპარაკებებს აქამდე შედეგი არ გამოუღია. ფრანგული პრესა იუწყება, რომ ფეხბურთელის შეძენას "პარი სენ-ჟერმენიც" გეგმავს.

პარიზელები მზად არიან, ტეოს ზუსტად ის პირობები შესთავაზონ, რასაც მას "ლურჯები" ჰპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული