ინგლისის ნაკრების გარემარბს "მეთოფეებთან" ხელშეკრულებაში 1 წელიწადი დარჩა. მისი ხელფასი კვირაში 65 ათასი ფუნტია. "ლურჯები" მზად არიან, 23 წლის ფეხბურთელს ხელფასი თითქმის გაუორმაგონ, თანაქალაქელებს კი 15 მილიონი ფუნტი მიუთვალონ საკომპენსაციოდ.
უოლკოტს თანამშრომლობის გახანგრძლივებას სთავაზობს "არსენალიც", მაგრამ მოლაპარაკებებს აქამდე შედეგი არ გამოუღია. ფრანგული პრესა იუწყება, რომ ფეხბურთელის შეძენას "პარი სენ-ჟერმენიც" გეგმავს.
პარიზელები მზად არიან, ტეოს ზუსტად ის პირობები შესთავაზონ, რასაც მას "ლურჯები" ჰპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"