"ლურჯების" ვიცე-კაპიტანს ამჟამინდელი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. კვირაში მისი ანაზღაურება 130 ათასი ფუნტია.
ლონდონელებს ფეხბურთელის ასაკის მატებასთან ერთად მისი ეფექტურობის კლება ანაღვლებთ და შესაბამისად, ხელფასის შემცირება სურთ.
გაითვალისწინეთ, რომ "ლურჯები" სწორედ ლემპარდის პოზიციის ფეხბურთელს ეძებენ. მაგალითად, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლუკა მოდრიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი ტოტენჰემელთან გარიგება შედგა, ლემპარდი ლოს ანჯელესს ამ ზაფხულსვე მიაშურებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"