ის ეროვნული ნაკრების მიერ წარმატების მისაღწევად 10-წლიანი გეგმის შემუშავებას ითხოვს. გარეტი როი ჰოჯსონს მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება ნაკრების მართვის მიმართ, რადგან ტრადიციულ სისუსტეებს მომავალში შეუძლია დათვური სამსახური გაუწიოს მის გუნდს.
აღნიშნული იდეით ის იმიტომ გამოდის, რომ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს "არსენალის" ვუნდერკინდი ჯეკ უილშირი უნდა დაუბრუნდეს. აი, რას ამბობს საუტგეითი:
- ვგრძნობ, რომ ყველანი
ის მოლოდინი, რასაც ჩვენ უილშირის დაბრუნებას ვუკავშირებთ, მას ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს, მაგრამ ამგვარად უკვე ძალიან დიდი ხანია ვიქცევით, ასე არ არის? ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმედის თვალით მხოლოდ რუნის ვუყურებდით. ახლა მის ადგილას უილშირია.
ტოპქვეყნებში 5-6 ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და ნაკრებში ლიდერის როლის თამაში.
ბრაზილია უნიკალური ქვეყანაა. მას მოსახლეობაც ძალიან დიდი ჰყავს, მაგრამ შედარებით პატარა ქვეყნებშიც შეგვიძლია უამრავი ასეთი ფეხბურთელის ნახვა, თუნდაც ესპანეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.
ინგლისის ნაკრები კაილ უოლკერის, ფილ ჯონსის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის, კრის სმოლინგის, ჯერ უილშირისა და დენი უელბეკის გარშემო უნდა აეწყოს. ეს წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ევრო 2012-ისთვის როი ჰოჯსონს დროის რეკორდულად მცირე მონაკვეთში უნდა შეეკრა გუნდი. მან ეს გარკვეული პრინციპების დაცვით გააკეთა.
აუცილებელია, რომ განვითარების ხანგრძლივი გეგმა შევადგინოთ, რაც მწვრთნელისგან კოლოსალურ შრომასა და დიდი ტალანტს მოითხოვს. შეუძლებელია, რომ სამი კვირის განმავლობაში გუნდი რადიკალურად შეიცვალოს.
ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო და ნაკრებმაც გარკვეულ შედეგს მიაღწია. ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენთვის ეს უმძიმესი ტურნირი იქნებოდა.
ასეთივე განცდა გვქონდა 2010 წლის ჩემპიონატის წინაც. სწორედ ამიტომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვვარდით, იმის ნიშანია, რომ ადგილზე ვდგავართ, რადგან სამხრეთ აფრიკაშიც ადრეულ ეტაპზე დავასრულეთ ასპარეზობა.
ამჯერად ცოტა უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა ცხადია, რომ საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნებამდე ბევრი გვიკლია. იმედია, გვესმის, რომ ასე გაგრძელება სამომავლოდ არ შეიძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"