კიდევ ერთხელ: რობინ ვან პერსი არ იყიდება

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლაზე იმდენი იწერებოდა, რომ მიუხედავად არსენ ვენგერის განცხადებისა, ჰოლანდიელის ტრანსფერი დღის წესრიგში არ დგასო, ხალხმა მას მაინც არ დაუჯერა.

ახლა უკვე კლუბის პრეზიდენტი პიტერ-ჰილ ვუდი გახდა იძულებული, დაედასტურებინა, რომ ვან პერსი არსად არ მიდის.

"არცერთ კლუბს ვან პერსის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად არ მოუმართავს. ახლა რობინი შვებულებაშია, ამიტომ მასთან დაკავშირებას არც კი ვცდილობთ. მთავარია, რომ ლიდერთან გამოთხოვებაზე წამითაც არ გვიფიქრია," - განუცხადა ჰილ ვუდმა ESPN-ს.

"დეილი მეილის" ცნობით, მოლაპარაკებათა კიდევ ერთი რაუნდი "არსენალთან" ვან პერსის
ახალ ხელშეკრულებაზე მომავალ კვირაში დაიწყება.

ჰოლანდიელსა და მის აგენტს ვენგერთან პირისპირ დასხდომა მოუწევთ. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს 2013 წლის 1 ივლისს ძალა ეკარგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული