ლუის სუარესი თავის ცხოვრებაზე გულწრფელად საუბრობს

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის საუკეთესო ბომბარდირს, 25 წლის ლუის სუარესს ინტერვიუ ჩამოართვა. ფეხბურთელმა გადაწყვიტა, გულშემატკივრებთან თავის ცხოვრებაზე გულწრფელად ელაპარაკა.

- როგორ სპორტულ ფეხსაცმელს იცვამდით ბავშვობაში?
- პირველად 8 წლისას მაჩუქეს "ადიდასის" სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც ზედ ენცო ფრანჩესკოლის ხელმოწერა ჰქონდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ენცო ლეგენდარული ფეხბურთელი იყო.

- გაქვთ თუ არა რამე რიტუალი თამაშის დღეებში?
- "აიაქსში" იქნებოდა ეს თუ ნაკრებში, მაშინ, როცა ცუდად ვთამაშობდი, ვცდილობდი, რომ რაღაც შემეცვალა.

"აიაქსის" ყოველი თამაშის წინ მუსიკას ვუსმენდი. აქ კი
ვცდილობ, რომ ჩემს ლათინოამერიკელ თანაგუნდელებს კოატესს, მაქსის ან ლუკასს ვესაუბრო.

- ყველაზე დიდი გავლენა თქვენს კარიერაზე ვინ იქონია?
- ურუგვაიში იყო ორი ასეთი პიროვნება: ვილსონი და ხოსე ლუისი. ბავშვობაში, როცა ვარჯიშზე წასვლის საშუალება არ მქონდა, ბაზაზე მათ მივყავდი ხოლმე. მერე, როცა კლუბის გამოცვლის სურვილი მიჩნდებოდა, მარწმუნებდნენ, რომ არ ღირდა ამის გაკეთება. მეც ვრჩებოდი იქ, სადაც ვიყავი.

- ვინ არის თქვენი საყვარელი თავდამსხმელი?
- გაბრიელ ბატისტუტა. ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ცხრა ნომრით თამაშობდა და ძალიან ბევრი კარგი გოლი გაჰქონდა.

- ოდესმე თუ გითამაშიათ კლუბ
"ლივერპულის" წინააღმდეგ ურუგვაიდან?
- დიახ. ისინი ინგლისური "ლივერპულისგან" იმით განსხვავდებიან, რომ შავი ფორმებით თამაშობენ. ცოტა დაბნევაც შეიძლება, როცა ლაპარაკია საფეხბურთო კლუბზე ამ სახელით.

- ყველაზე მეტად რომელ სტადიონზე გიყვართ თამაში?
- "ენფილდის" გარდა, "უემბლიზე", "ამსტერდამ არენაზე" და ასევე, იოჰანესბურგის სტადიონზე, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობდი.

- გოლის გატანას როგორ აღნიშნავთ ხოლმე?
- როგორც წესი, ჩემს ხელს ვკოცნი, სადაც დელფინას, ჩემი შვილის ტატუირება მაქვს; ხან კიდევ - თითებს, ჩემი მეუღლის გამო.

ბავშვობაში ვნახე, რომ რონალდოსა და ალან შირერს აღნიშვნის თავიანთი მანერა ჰქონდათ. მეც მინდოდა, რაღაც ჩემებური რიტუალი მქონოდა.

- რა არის თქვენი ჰობი?
- ძალიან მიყვარს პლეისტეიშენზე გართობა. თამაშის დაწყებამდე მე, მაქსი და სება (კოატესი. რედ), "პრო ევულუშენ სოკერით" ვერთობით ხოლმე. ამ თამაშში ყოველთვის საუკეთესო ვარ.

- სპორტის საყვარელი სახეობა თუ გაქვთ?
- ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩოგბურთს და ინგლისში გადმოსვლის მერე ვცადე კიდეც კორტზე გასვლა. ისე, უფრო ყურება მიყვარს.

- მართვის მოწმობა პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ?
- დიახ.

- პირველი რა მანქანა გყავდათ?
- "გრონინგენში" როცა გადავედი, მაშინ "ოპელ ასტრა" ვიყიდე.

-
"ლივერპულში" ყველაზე მხიარული ვინ არის?
- ვფიქრობ, მაქსი როდრიგესი. მასთან მუდმივად ესპანურად ვლაპარაკობ. ისე, სხვებიც იქნებიან.

- მუსიკაში უპირატესობას რას ანიჭებთ?
- მომწონს ურუგვაული კუმბია. ის ცოტათი სალსას ჰგავს.

- კლუბში თუ არის რომელიმე თქვ
ენი სიმღერა?
- დიახ, ვიცი ეს სიმღერა. დიდებულია, როცა ახალ კლუბში მოდიხარ და ფანები შენზე უმალ სიმღერებს თხზავენ. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა სტადიონზე მას ვისმენ.

- ამას წინათ
"ტვიტერზე" დაწერეთ, რომ კინოთეატრში იყავით...
- ინგლისურ ფილმებს ხშირად ვუყურებ, რათა ენის ცოდნა გავიღრმავო, მაგრამ ფილმი, რაც ვნახე, დიდად არ მომეწონა.

- მაისურები ვისთვის გაგიცვლიათ?
- ძალიან ბევრთან, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ამის გაკეთება ანდრეს ინიესტასთან იყო. მიყვარს ეს ტრადიცია, რადგან ხშირად მეძლევა შანსი, სამახსოვროდ რომელიმე კარგი ფეხბურთელისგან მივიღო მაისურა.

- ვინ არის საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე გითამაშიათ?
- გეტყვით, რომ ეს მარტინ შკრტელია. ის ფანტასტიკური მცველია. წინა სეზონში მან თავისი ყველა საუკეთესო თვისება გამოავლინა.

კიდევ არიან ძლიერი მცველები, მაგალითად, ტიაგო სილვა "მილანიდან". ის კარგი მოწინააღმდეგე, დაუნდობელი ოპონენტი, სწრაფი, ძლიერი და მრავალმხრივად განვითარებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული