რობერტო დი მატეო: ჩემი მომავალი ლონდონის "ჩელსის" შედეგებზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ განაცხადა, რომ კლუბში სეზონის დასასრული უკვე აღარ ახსოვთ, როდესაც "ლურჯებმა" ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

"მთელი ჩემი ცხოვრება საფეხბურთო სამყაროში ვარ. მშვენივრად მესმის, რომ ჩემი მომავალი "ჩელსის" შედეგებზეა დამოკიდებული. ამით სხვა მწვრთნელებისგან არაფრით განვსხვავდები.

დიახ, გასული სეზონის დასასრული შესანიშნავი იყო, გუნდმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, მაგრამ ეს წარსულში დარჩა.

ახლა "ჩელსიმ" ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, რომელშიც კი მონაწილეობას მივიღებთ", - თქვა დი მატეომ.

ასევე იხილეთ:
რობერტო დი
მატეოს პირველი პრესკონფერენცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული