ლონდონის "ტოტენჰემი": ვან დერ ვაარტი მიდის, ლუკა მოდრიჩი რჩება

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ტოტენჰემი" ლუკა მოდრიჩს აღარ გაყიდის, მაგრამ მზადაა, რაფაელ ვან დერ ვაარტის ტრანსფერზე მსურველებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

29 წლის ჰოლანდიელის გადაბირება გერმანულ კლუბებს "შალკესა" და "ჰამბურგს" სურთ. გელზენკირხენელები მზად არიან ლონდონელთა მოთხოვნა დააკმაყოფილონ და 10 მილიონი ფუნტი (12,55 მლნ ევრო) გადაიხადონ. HSV კი ვაჭრობას გეგმავს.

უკვე ვწერდით, რომ ჩრდილოლონდონელები შემადგენლობის სერიოზულად გადახალისებას აპირებენ. ანდრე ვილაშ ბოაშს "ბირმინგემიდან" 19 წლის ჯეკ ბუტლანდის გადაბირება აქვს განზრახული.

ჩემპიონშიპის წარმომადგენლებმა "საუთჰემპტონს" უკვე უთხრეს უარი 6 მილიონ ფუნტად მეკარის მიყიდვაზე. "ტოტენჰემი" მზადაა, აღნიშნული თანხა
გადაიხადოს და ჯეკი ერთწლიანი იჯარით "სენტ ენდრიუსზევე" დააბრუნოს.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "უაით ჰართ ლეინზე" განაგრძობს კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილი, 19 წლის მარცხენა მცველი ეზეკილ ფრაიერსი. მართალია, ფეხბურთელმა "ეშმაკების" შეთავაზებაზე უარი თქვა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა, მაგრამ რაკი ის მანჩესტერშია დაფრთიანებული, "იუნაიტედი" კომპენსაციის სახით 6 მილიონ ფუნტს ითხოვს. "ტოტენჰემი" კი მხოლოდ 2 მილიონს იმეტებს.

ფრაიერსის კომპენსაციის ოდენობას ფიფას სპეციალური ორგანო განსაზღვრავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული