უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში აფრიკაში ლონდონელთა პირველი ვიზიტის გადადების მიზეზი ქვეყანაში რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფებებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკება გახდა. ლონდონელები აცხადებენ, რომ თუკი ყველაფერი რიგზე იქნა, ეს მატჩი, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გაიმართოს.
აი, რას აცხადებს ლონდონელთა მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარკუს კინეარი:
"ტოპკლუბის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ყოველთვის რთულია და ლოგიკური ნაბიჯების მთელ ჯაჭვს მოითხოვს. აგვისტოს პირველ რიცხვებში ნიგერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმის თქმა შემიძლია,
ასე რომ, ამ ეტაპზე ვიზიტი გავაუქმეთ. "არსენალს" აფრიკის მთელ კონტინეტზე ძალიან ბევრი თავგადაკლული გულშემატკივარი ჰყავს და ძალიან ვწუხვართ, რომ მათ ამ ზაფხულზე ვერ შევხვდებით. თუმცა ნიგერიასთან ჩვენ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ვალდებულებები გვაქვს აღებული.
ვიზიტს ამ ქვეყანაში მომავალ წელს ვგეგმავთ.
პარალელურად, ნიგერიაში უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან, "ემირიტსთან", "ეარტელსა" და "მალტა გინესთან" ერთად რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"