"რედინგმა" პაველ პოგრებნიაკი შეიძინა

AutoSharing Option
პრემიერლიგის დებიუტანტმა "რედინგმა" რუსეთის ნაკრების თავდამსხმელთან, 28 წლის პაველ პოგრებნიაკთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის კვირაში 65 ათას ფუნტს მიიღებს.

ტრანსფერის ინიციატორი კლუბის რუსი მესაკუთრე ანტონ ზინგარევიჩია.

ბოლო 6 თვე პოგრებნიაკმა "ფულჰემში" გაატარა, სადაც 12 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა ვერ მოახერხა მისი შენარჩუნება - "რედინგმა" ფეხბურთელს ბევრად უფრო სოლიდური ანაზღაურება შესთავაზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული