ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებათა პროცესში უკვე ჩაერთო.
აი, რა უთხრა ფეხბურთელმა "დეილი სტარის" კორესპონდენტს:
"სიტი" ჩემთვის ის სახლია, სადაც ყველაფერი მომწონს. ჩემს გონებაში ფიქრები მხოლოდ ამ კლუბს ეხება და არა მადრიდის "რეალს".
მადლობელი ვარ აქ მიღებული გამოცდილების გამო. რობერტო მანჩინის წყალობით ყოველ საფეხბურთო კომპონენტში მოვუმატე.
"ვალენსიიდან" როცა მივდიოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე შევძლებდი თამაშს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"