დავიდ სილვა: ჩემი ფიქრი "მანჩესტერ სიტის" ეხება და არა მადრიდის "რეალს"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 26 წლის პლეიმეიკერმა დავიდ სილვამ, შესაძლოა, კლუბთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმოს მიუხედავად იმისა, რომ მოქმედში ორი წელი კიდევ დარჩა.

ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებათა პროცესში უკვე ჩაერთო.

აი, რა უთხრა ფეხბურთელმა "დეილი სტარის" კორესპონდენტს:

"სიტი" ჩემთვის ის სახლია, სადაც ყველაფერი მომწონს. ჩემს გონებაში ფიქრები მხოლოდ ამ კლუბს ეხება და არა მადრიდის "რეალს".

მადლობელი ვარ აქ მიღებული გამოცდილების გამო. რობერტო მანჩინის წყალობით ყოველ საფეხბურთო კომპონენტში მოვუმატე.

"ვალენსიიდან" როცა მივდიოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე შევძლებდი თამაშს".

შეგახსენებთ, რომ "რეალი" მის გადაბირებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული