ახალი კონტრაქტის თანახმად, 47 წლის სპეციალისტი წელიწადში 12.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების ჩათვლით, - ამტკიცებს ESPN "ქალაქელთა" წყაროზე დაყრდნობით.
"ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მანჩესტერ სიტი" დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულება ამ კვირაში გაფორმდება, თუმცა სხვადასხვა ფორმალობის გამო ეს შეიძლება შემდეგ კვირაში მოხდეს; მაგრამ მხარეები ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან", - განაცხადა წყარომ.
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის